ფეხბურთი

17:39 | 7.05.2015 | ნანახია 1586 - ჯერ

ოფიციალურად: დეპაი “წითელი ეშმაკია”

პსვ-სა და ჰოლანდიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, მემფის დეპაის მომავალი კლუბის ვინაობა ახლა უკვე ოფიციალურად გაირკვა. 21 წლის იმედის მომცემი ფეხბურთელი ზაფხულიდან ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ “წითელი ეშმაკების” ოფიციალური “ტვიტერის” გვერდი იუწყება.

“იუნაიტედმა” და პსვ-მ უკვე მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას. ახლა მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა და კონტრაქტზე ხელის მოწერაღა დარჩა. დეპაი ოლდ ტრაფორდელებს მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან შეუერთდება.

მემფის დეპაი პსვ-ს ღირსებას 2011 წლიდან მოყოლებული იცავდა. მიმდინარე სეზონში მან ერედივიზიონში ჩატარებულ 28 მატჩში 21 გოლი გაიტანა. გუნდთან ერთად კი ქვეყნის ჩემპიონიც გახდა.


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:44 | 08.05.2015
რენე ფერეირა (6798)

Es shavi eshmakia

23:04 | 07.05.2015
S.A.F. (2852)

ლუზერების ფანებისთვის რომ გეკითხა ნომერს ურჩევდნენ და არ მიჯერებდნენ ვანგალას ეს არ უღალატებსთქო

20:58 | 07.05.2015
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

სიხარულისგან არ ვიცი რა ვქნა

20:20 | 07.05.2015
deqstera_best_7 (1964)

მადრიდისტა
მანჩესტერის თამაშს თუ უყურებ ნახავდი რო ვალენსია ნახევარდაცვაში აღარ თამაშობს! იანგი, დი მარია, ნანი და იანუზაი არიან გამოკვეთილი გარემარბები მარტო და ეს უკანასკნელი დიდი ალბათობით რომელიმე გუნდში წავა სათამაშო პრაქტიკისთვის ასე რომ გუნდს ზამენა ჭირდება! მატა კი უფრო ცენტრიდან არის კარგი!!

პლიუს რეალის გულშემატკივარი ამბობ ამდენი შემტევი რადგინდათო?? 6ი შემტევი ნახევარმცველი გყავთ ერთმანეთზე უკეთესები კროოსი, მოდრიჩი, ისკო, ხამესი, ბეილი, რონალდუ, და მაგ 6ეულს დამატებული ხესე რომელიც მე დიდად არმევასება...

09:30 | 08.05.2015
მადრიდისტა (17021)

როდის აქეთ გახდენ მოდრიჩი და კროსი შემტევი ნახევარმცველები?..მე ერთ პოციციაზე მოთამაშე ფეხბურთელებზე მქონდა საუბარი.

20:05 | 07.05.2015
silva (3725)

მანჩესტერზე რა მაგრა ვღადაობ რაა.ტიპებს დაცვის ცენტრში როხო ფილ ჯონსი სმოლინგი და ევანსი ყავთ,მაგრამ მიდიან და ფალკაოს დი მარიაზე ყიდულობენ)))

20:15 | 07.05.2015
deqstera_best_7 (1964)

კომპანის გარდა მითხარი ჯონსზე უკეთესი ვინ გყავთ?? თუნდაც სმოლინგი-როხო-ევანსი დემიკელისზე ან მანგალაზე ნაკლები მცველი გგონია??
ბაზარი არაა უნდა მცველის დამატება და მაგაზეც ჩალიჩობს(ჰუმელსი უნდათ), მაგრამ ეგ არგამორიცხავს შემტევის დამატებას!!

19:40 | 07.05.2015
მადრიდისტა (17021)

ამას სჯობდა მცველი გეყიდათ...იანგს კონტრაქტს უგძელებთ დიმარია გყავთ, მატა, ვალენსია...ვან გალი არც ბლინდის და შოუს გარემარბობას ერიდება ნეტა სად უნდა ათამაშოთ ან ვინ უნდა დასვათ სკამზე...

19:35 | 07.05.2015
ARMANDO დღეს მეც MUU ვარ (2726)

კარგი ტრანსფერია გილოცავთ მანჩესტერის ფანებს;დდდ

19:25 | 07.05.2015
madrid455 (281)

ღმერთმა დაიფაროს.

18:35 | 07.05.2015
marca (2749)

დეპაი კი არა სუ რო კრისტიანო დააბრუნონ სანამ ვან შმაალია მწვრთნელი მანამდე არაფერი ეშველება ))) მანიუ არა YYY

17:50 | 07.05.2015
M.U2015 (19400)

ფორცა მანიუ ხალა მანიუ) მომავალ სეზონში ყველას სახეს ავახევთ ) გინდა ეს ლიგაზე და გინდ ყველა ტურნირზე) ვივა მანიუ

17:50 | 07.05.2015
Pharrell (1884)

ოპააააა.თითო მცველი და ნახევარმცველიც გვინდა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064235