ფეხბურთი

16:44 | 6.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯავაშვილმა “არკას” დუბლშემადგენლობაში ითამაშა

ოთარ ჯავაშვილმა პოლონეთის საფეხბურთო პირველ დივიზიონში მოასპარეზე გდინიას “არკას” სარეზერვო შემადგენლობაში ითამაშა.

“არკას” დუბლშემადგენლობამ ნახევრადპროფესიონალური “გრუფი” 1:0 დაამარცხა და ქართველმა ნახევარმცველმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

ჯავაშვილმა გდინიას აპრილის დასაწყისში მიაშურა, მაგრამ ვიდრე საქართველოდან სათანადო საბუთებს მიიღებდა, თამაშის უფლება არ ჰქონდა.

22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი “ზუგდიდში” გაატარა, რომლის რიგებში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 12 მატჩი ჩაატარა.

0.111559