თამაშგარე

10:31 | 5.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელა, მარიო და ლაშა-გიორგი

თავისი სარეცელი ლაშა-გიორგისაც კი არ გაუვსია სიძვის დიაცებით ისეთი მონდომებითა და გულმოდგინებით, როგორც ამას მუქკანიანი იტალიელი ფეხბურთელი, მარიო ბალოტელი აკეთებს. მარიოს საყვარელმრავლობა მის ყოფილ გულისსწორებსაც კი უშლის ნევრებს.

ცნობილი მოდელი, რაფაელა ფიკო, რომელსაც მარიო ბელოტელისგან შვილიც კი ჰყავს, თურმე საკუთარი თავის განსაკუთრებულად უკმაყოფილოა იმის გამო, რომ თავის დროზე მარიო სულ სხვანაირი ადამიანი ეგონა და ვერც კი ხვდებოდა, რომ მარიოს შავტუხა სხეულის უკან, სექს-არამზადა იმალებოდა.

სატრფოსთან დაშორების შემდეგ განაწყენებული ქალების ამბავი ყველამ კარგად ვიცით და მათგან მწარე-მწარე ფრაზების სროლაც არაა ახალი ამბავი. მაგრამ, თეთრყირმიზა რაფაელას მხრიდან ეს მაინც ცოტა უცნაურია, რადგან არც იგი ყოფილა ბოლონიის მონასტრის მონაზონი და მასაც იმდენი სატრფო ჰყავს გამოცვლილი, მათ ზუსტ რაოდენობას “თბილქალაქმრეწვპროექტის” ბუღალტრის, ბატონი ბორია ევგენიჩის საანგარიშოც რომ ვერ “დაჩოთქავს”.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09697