A ლიგის ერთ-ერთი ლიდერი “არენა 76” დაუპირისპირდა ერთ-ერთ აუტსაიდერ თსუ-ს, რომელსაც ამ ტურამდე ერთი მოგება ჰქონდა და მხოლოდ „დილას“ უსწრებდა. რაღა თქმა უნდა, ფავორიტად “არენა 76” ითვლებოდა.
ტურში ეს შეხვედრა ყველაზე დაძაბული გამოდგა. მატჩის ბედი 2 ქულამ გადაწყვიტა. შეხვედრის საბოლოო ანგარიშია 89:87 უნივერსიტეტელთა სასარგებლოდ. ლიგაში ორხელისუფლებიანობა დასრულდა, “წყალტუბო” ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო “არენამ“ მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
შეხვედრაში საუკეთესო იყო თსუ-ს ფორვარდი ვასილ ბერუაშვილი რომელმაც ყველაზე მეტი, 29 ქულა დააგროვა. ბერუაშვილს ორი ქულით ჩამორჩა გუნდის კაპიტანი, უკანახაზელი მიხეილ ფანჩულიძე, ხოლო ირაკლი ბეშქენაძემ 18 ქულას 12 მოხსნა დაამატა.
„არენა 76-ის“ შემადგენლობაში ყველაზე კარგი შედეგი უკრაინელმა ალექსანდრ კოსენკოვმა აჩვენა, 25 ქულა და 12 მოხსნა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა „არენა 76-ის“ ზურაბ მაჩალაძე - 16 ქულა და 11 მოხსნა.
არენა 76 – თსუ 87:89 (17:19, 22:23, 27:19, 21:28)
1 წყალტუბო---7 6/1 580/495 13
2 არენა-76-----7 5/2 583/533 12
3 კაკტუსი -----7 4/3 514/532 11
4 სეუ-ჰიუნდაი-7 3/4 553/596 10
5 თსუ-----------7 2/5 556/577 9
6 დილა გორი---7 1/6 549/602 8