თამაშგარე

10:38 | 30.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბარბარა ერერას ფიქრები და დარდები

პერუს მიწაზე, სადაც ერთ დროს ინკების ცივილიზაცია ფეთქავდა და ტანმოხატულ ინდიელთა შეკივლება ცას კვეთდა, დღეს სულ სხვა ხალხი, ლათინოსები ცხოვრობენ. მაგრამ, თუკი რაიმეთი შეიძლება გამართლდეს ინკების ცივილიზაციის აღსასრული, ეს პერუელი მოდელი, ულამაზესი ბარბარე ერერაა, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ ლათინოამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ ლამაზმანად დაასახელეს.

ბარბარა ამჟამად ძირითადად პარიზსა და მილანში მოღვაწეობს და ევროპის სამოდელო სახლებში ისე თავისუფლად მიდი-მოდის, როგორც დიდი ხნის რძალი მამამთილის ოთახში. ხოლო რაც შეეხება ბარბარა ერერას ჰობის, ეს რა თქმა უნდა ფეხბურთი გახლავთ.

”ბარბიტო” პერუს საფეხბურთო ნაკრების ქომაგია და ამ გუნდის მომავლისა დიდად ეიმედება. იგი წყევლა-კრულვასა და კუპრს უგზავნის ყველას მათ, ვინც პერუს ფეხბურთი დღევანდელ არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში ჩააყენა და ირწმუნება, რომ არა ჩვენსას არსებული მანკიერებები, ბევრად უფრო კარგი ნაკრები გვეყოლებოდაო. რა ნაცნობი სიტყვებია...

0.088881