ფეხბურთი

23:22 | 29.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა “შახტართან” დამარცხდა (+VIDEO)

უკრაინის თასის ნახევრფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა. დონეცკის “შახტარმა” სტუმრად 1:0 დაამარცხა “დნიპრო.” მასპინძელთა შემადგენლობაში ჯაბა კანკავამ სრულად ითამაშა. დონეცკელთაგან ერთადერთი გოლი გლადკის ანგარიშზეა, მან 45-ე წუთზე გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში “დნიპროს” მოთამაშე სელეზნიოვმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. საპასუხო მატჩი 20 მაისს გაიმართება.

უკრაინის თასის გათამაშების მეორე ნახევარფინალური წყვილის, დონეცკის “ოლიმპიკისა” და კიევის “დინამოს” დაპირისპირება გოლების გარეშე დასრულდა. დონეცკელთა მაისურით მეკარე ზაურ მახარაძემ სრულად ითამაშა. საპასუხო მატჩი კიევში 20 მაისს შედგება.

ფინეთის ვეიკაუსლიგის მე-4 ტურში “ჰიკმა” შინ 1:0 დაამარცხა კტპ. სტუმართა განაცხადში მოხვდა გიორგი ოსიტაშვილი, თუმცა არ უთამაშია. ფინეთის 12 გუნდიან ჩემპიონატში კტპ 2 ქულით მერვე ადგილზეა.

სერბეთის სუპერლიგის 25-ე ტურში “ვოზდოვაცმა” შინ 1:0 დაამარცხა “ვოივოდინა.” სტუმართა შორის დავით კოხიას კვლავ არ უთამაშია. სერბეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში “ვოივოდინა” 40 ქულით მე-4 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123165