სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

12:38 | 26.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემი” მარტინესის სანაცვლოდ 25 მილიონს და სოლდადოს ჩამოდის

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლონდონის “ტოტენჰემი” მზადაა “პორტუს” ჯექსონ მარტინესის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაუხადოს და რობერტო სოლდადოც დაუთმოს.

“მამლები” კოლუმბიელის მიმართ ინტერესს გასულ სეზონშიც იჩენდნენ. სამხრეთამერიკელმა მიმდინარე სათამაშო წელს 37 მატჩში 28 გოლი გაიტანა, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 30-დან 32 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

რობერტო სოლდადო ინგლისელების იმედებს ვერ ამართლებს. მიმდინარე სეზონში ესპანელი უხვგოლიანობით ვერ გამოირჩევა. რობერტომ 36 მატში 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა, სატრანსფერო ღირებულება კი 4 მილიონით შეუმცირდა და ახლა ესპანელის გადაბირება 14 მილიონი ევროს სანაცვლოდაა შესაძლებელი.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118527
სარეკლამო ადგილი - 99
X x X