ფეხბურთი

9:42 | 25.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბიელსას მძიმე დროება დაუდგა

34-ე ტური “ველოდრომზე” დაიწყო, სადაც მარსელო ბიელსას გუნდმა ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო და უკვე თამამად შეგვიძლია თქმა, რომ “მარსელი” კრიზისშია. ამ მომენტისთვის “ველოდრომის” ბინადრები კვლავ ინარჩუნებენ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანს, ჩემპიონობის შანსები კი პრაქტიკულად გაუნულდათ.

“ლორიენმა” გამარჯვებით გასავრდნ ზონას თავი დააღწია, თუმცა კვლავ ლიგის დატოვების საფრთხის წინაშეა, რადგან მე-18 ადგილზე მყოფ “ევიანს” მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.

პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მასპინძლებმა ორბურთიანი სხვაობა აღმოხვრეს, ჯორდანის მსგავსად გოლი გაიტანა ანდრე აიუმ. დღეს ძმები მეტოქე გუნდებში ასპარეზობენ, წლების წინ კი ანდრეს მსგავსად ჯორდან აეუც “მარსელის” ფეხბურთელი იყო.

მასპინძელთა მარცხში ჯორდან აიუს მეორე გოლმა დიდი როლი ითამაშა, შესაძლოა მასპინძლები ფსიქოლოგიურად დაიღალნენ კიდეც, რადგან მათ ორჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, მესამედ კი ვერ შეასრულეს ამოცანა და “მარსელის” შეტევები “ლორიენის” დაცვამ თავიანთ ნებაზე აღარ მიუშვა.

მარსელი – ლორიენი 3:5 (0:2)

მარსელი, “სტად ველოდრომი.”

მარსელი: მანდანდა, მორელი, ნ’კულუ, ჯა ჯეჯე (რომაო 29), ალესანდრინი, იმბულა, ლემინა (ბათშუ 39), ტოვინი (ოკამპოსი 46), პაიე, ჟინიაკი, ანდრე აიუ

მთავარი მწვრთნელი: ბიელსა

ლორიენი: ლეკომტე, კონე, ბელუგუ, გასამა, ლე გოფი, ჟოფრე (უტრეტი 91), მოსტეფა, მესლუბი (აბდულაჰი 63), ფილიპოტე (ბართელმე 74), ნდონგი, ჯორდან აიუ

მთავარი მწვრთნელი: რიპოლი

გოლები: 0:1 ჯორდან აიუ (9), 0:2 ბელუგუ (14), 1:2 ანდრე აიუ (58), 2:2 მორელი (67), 2:3 ფილიპოტე (68), 3:3 ბათშუ (76), 3:4 ჯორდან აიუ (84), 3:5 უტრეტი (86)

მთავარი მსაჯი: საიდ ენჟიმი

გაფრთხილება: რომაო (41), ნდონგი (51), მოსტეფა (62), აბდულაჰი (75), აიუ (84), გასამა (90+2)

0.111348