ავსტრიელი ფეხბურთელი, დავიდ ალაბა სანამ პირს გააღებს და სიტყვას ამოღერღავს, მისმა ცოლმა, კატია ბუტულინამ უკვე იცის ქმარს რისი თქმა უნდა და თვითონ ამბობს მის სათქმელს. ასეთი მატრაკვეცა ვინმეა წარმოშობით რუსი კატია, მაგრამ ალაბას სწორედ ასეთი უყვარს და ჩვენ აბა ვინ გვკითხავს?
მიუნხენის “ბაიერნში” არაერთი ტიტულის მომგები მუქკანიანი ავსტრიელი ფეხბურთელი კარგა ხნის განმავლობაში არ ჩქარობდა მიუნხენში საკუთარი ბინის შეძენას, მაგრამ კატიამ აქაც ნამეტნავად მოინდომა და 3 მილიონ ევროდ დავიდს ისეთი კოხტა და მყუდრო სახლი აყიდინა – თქვენი მოწონებული.
დავიდი და კატია წლებია ჯვარდაუწერლად და ხელმოუწერლად ცხოვრობენ და ერთადერთი რასაც ფეხბურთელის რუსმა მეორე ნახევარმა ვერ მიაღწია, ეს ქორწინებაა. ასეთი მონდომებული ქალისგან თავისის ვერმიღწევა ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ამბავია, მარამ ჩვენ ხომ არ ვიცით ამ ყველაფრის სათავეები და მიზეზშედეგობრივი კავშირები...







