ფეხბურთი

14:06 | 23.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კოლხეთი” კოშაძეს სინჯავს

საქართველს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფოთის “კოლხეთში” ნახევარმცველი ლევან კოშაძე ისინჯება.

22 წლის ფეხბურთელი საფეხბურთო სკოლა “საბურთალოს” აღზრდილია. აქამდე, გორის “დილასა” და ბათუმის “დილაში” ირიცხებოდა. 2010-2011 წლების სეზონში გორელთა რიგებში საქართველოს თასზე ერთი მატჩი ჩაუტარებია. “ადელში” 2012-2013 წლების სეზონში გამოდიოდა და 16 მატჩში 8 გოლი გაუტანია.

მას 2010 წელს საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში, რომელსაც გიორგი დევდარიანი წვრთნიდა ჩეხეთში ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში უთამაშია. მაშინ, ქართველები ფინალური ეტაპის მიღმა დარჩნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11483