ფეხბურთი

18:41 | 22.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი “დორტმუნდში” 4 მაინცელის წაყვანას გეგმავს

გერმანული “ბილდის” ინფორმაციით, დორტმუნდის “ბორუსიას” მომავალი თავკაცი ტომას ტუხელი ახალი სეზონიდან სატრანსფერო პოლიტიკას აქტიურად შეუდგება და მზადაა გერმანულ გრანდში “მაინცის” 4 ფეხბურთელი წაიყვანოს. საუბარია მეკარე ლორის კარიუსზე, მცველ ჯუ-ჰო პარკზე, ნახევარმცველ იოჰანეს გაისსა და შინჯი ოკაზაკზე.

გერმანელი სპეციალისტი მაინცელებს 5 წლის განმავლობაში თავკაცობდა და აღნიშნული ფეხბურთელების შესაძლებლობების შესახებ იცის. ყველაზე რეალური გერმანელი მეკარის ტრანსფერია. 21 წლის გოლკიპერმა მიმდინარე სეზონში 31 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 43 გოლი და 10 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

კორეელმა მცველმა მიმდინარე სეზონში 17 შეხვედრა ჩაატარა და სეზონის უმეტესი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა. ნახევარმცველმა გაისმა 32 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო იაპონელი თავდამსხმელის მონაგარი 30 შეხვედრაში 14 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

ტომას ტუხელი “ბორუსიას” მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ჩაუდგება სათავეში. ის დორტმუნდელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე იურგენ კლოპს შეცვლის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.154827