აზერბაიჯანულ საფეხბურთო კლუბს “ინტერში”, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე თავკაცობს, ხელფასის გაცემა გვიანდება. ეს ინფორმაცია azerisport.com-თან საუბარში ბაქოელთა პრეზიდენტმა გიორგი ნიკოლოვმა დაადასტურა.
“არ უარვყოფ, რომ ჩვენთან ხელფასები დააგვიანეს და ამ საკითხზე კლუბის მეპატრონესთან ვმუშაობთ. ყველაფერს გავისტუმრებთ. არსად დავიმალებით. რაც შეეხება თითქოს ჩვენი კლუბის სასადილო დაიხურა, სიმართლეს არ შეესაბამება. შეგიძლიათ მობრძანდეთ და მიირთვათ”, - თქვა ნიკოლოვმა.
“ინტერში” ცხადაძის თანაშემწე ზაურ სვანაძეა, ხოლო ქართველი ლეგიონერებიდან გუნდში მეკარე გიორგი ლომაია, მცველები ალექსანდრე ამისულაშვილი და ლაშა სალუქვაძე, ასევე, ფორვარდი ბაჩანა ცხადაძე თამაშობენ.