ლეგენდარული ბრიტანელი ტოპ-მოდელი ნაომი კომპბელი, სულ ცოტა ხნის წინ წავიდა დიდი მოდიდან, თუმცა სამოდელო სფეროში დიზაინერის სტატუსით მოღვაწეობას კვლავინდებურად აგრძელებს და ინგლისში მისი პოპულარობა სულ მცირედითაც კი არ დამდგარა ეჭვქვეშ.
ცოტა ხნის წინ, ნაომიმ ვრცელი ინტერვიუ მისცა ჟურნალ “მოდას”, სადაც სხვა მისთვის მნიშვნელოვანი თემების გარდა, ინგლისის საფეხბურთო ნაკრებზეც ისაუბრა. კემპბელი თავისი ქვეყნის ნაკრების დიდი ქომაგია და ყოველთვის ძალიან განიცდის ხოლმე ამ გუნდის წარუმატებლობებს.
როგორც ლეგენდარული ტოპ-მოდელი ჟურნალთან საუბარში აცხადებს, იყო დრო, როდესაც მან საერთოდ დაკარგა იმედი, რომ ინგლისის ნაკრები ოდესმე რაიმე მნიშვნელოვანს მოიგებდა. თუმცა ახლანდელი გუნდი ძალიან მოსწონს და კვლავ გაუჩნდა იმედები, რომ ბრიტთა კუნძულზეც დადგება გაზაფხული.
ვნახოთ, აღდგომა და ხვალეო...







