თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში მსოფლიო საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაცია ფიდე-ს პრეზიდენტის კირსან ილუმჟინოვის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძის შეხვედრა გაიმართა.
ფიდე-ს პრეზიდენტი აზერბაიჯანულ შამქორში იმყოფებოდა ვუგარ გაშიმოვის მემორიალის გახსნაზე, ხოლო თბილისური შეხვედრის შემდეგ, სომხურ წაღკაძორში გაემგზავრა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გახსნაზე.
ორი პრეზიდენტის შეხვედრაზე შემდეგი საკითხები განიხილეს:
- ვაჟთა მსოფლიოს თასისთვის და 2018 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადისთვის მზადების პროცესი.
- საქართველოში პროექტი “ჭადრაკი სკოლაში” მინდინარეობის პროცესი.
- დუბაის საერთაშორისო ტურნირიდან გაიოზ ნიგალიძის გაძევების ფაქტი.