ფეხბურთი

14:03 | 17.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კანკავას ცივსისხლიანობის ხარისხი დაუწუნეს

უეფას ევროპის ლიგის 1/4-ფინალში სტუმრად ბელგიის “ბრიუგესთან” ჩატარებულ მატჩში, დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” საყრდენი ნახევარმცველი ჯაბა კანკავას თამაში ინტერნეტპორტალმა football.ua-მ 5,5 ქულით შეაფასა.

“კანკავამ ბევრი და გულმოდგინედ იმუშავა, რაც “დნიპროს” მიერ ჩატარებულ ფაქტობრივად ყველა მატჩში ხდება. თუმცა, ქართველის ქმედებებს ცივსისხლიანობა აშკარად აკლდა. ზოგიერთ ეპიზოდში მას მოედნის ცენტრში ძალიან ადვილად “ატყუებდნენ”, რაც ფაქტობრივად ყოველთვის საგოლე მომენტის შექმნას იწვევდა. კანკავას უფრო საიმედოდ თამაში შეუძლია” – იუწყება ფოოტბალლ.უა კანკავას შესახებ.

“ბრიუგე” – “დნიპროს” პირველი დაპირისპირება 0:0 დასრულდა, ხოლო კანკავამ შეუცვლელად ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.145304