კალათბურთი

13:31 | 17.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

აპრილის მწვრთნელებად სტივენსი და რივერსი აღიარეს

“ბოსტონ სელტიქსის” და “ლოს ანჟელეს კლიპერსის” თავკაცები ბრედ სტივენსი და დოკ რივერსი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციენის აპრილის საუკეთესო მწვრთნელებად აღიარეს.

სტივენსი ხელმძღვანელობით, ბოსტონელებმა აღმოსავლეთში საუკეთესო შედეგი აჩვენეს – 7 მოგება, 1 მარცხი. “სელტიქსმა” ოთხმატჩიანი გასვლითი სერია მარცხის გარეშე დაასრულა, სულ კი, რეგულარული სეზონის მიწურულს 6 გამარჯვება დააფიქსირა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

თავის მხრივ, რივერსმა “კლიპერსს” თვის განმავლობაში შვიდივე მატჩი მოაგებინა და ასეთი მაჩვენებელი ლიგაში არავის ჰქონია. კალიფორნიელები საშუალოდ მატჩში 108.6 ქულას იღებდნენ და 97.4 ქულას უშვებდნენ.

აპრილის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულზე პრეტენზიას ლაიონელ ჰოლინზი (“ბრუკლინი”), დევიდ ბლატი (“კლივლენდი”), სტივ კერი (“გოლდენ სტეიტი”), ფრენკ ვოგელი (“ინდიანა”), მონტი უილიამსი (“ნიუ ორლეანი”) და გრეგ პოპოვიჩიც (“სან ანტონიო”) აცხადებდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065893