კალათბურთი

14:30 | 15.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბოსტონმა” პლეი-ოფში თამაში გაინაღდა, “ინდიანას” ერთი მოგება დარჩა (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 3 მატჩი გაიმართა.

“ბოსტონი” შინ “ტორონტოს” დაუპირისპირდა. მატჩის დასრულებამდე 3 წამით ადრე ანგარიში 93:93 იყო. ბოლო წამზე “სელტიკსის” ფორვარდმა კრაუდერმა 2-ქულიანი ჩააგდო და გუნდს პლეი-ოფის საგზური მოუტანა.

“ინდიანამ” საკუთარ დარბაზში “ვაშინგტონს ” უმასპინძლა. მატჩის ძირითადი დრო 81:81 დასრულდა. პირველი დამატებითი 5-წუთეული 4:4 დასრულდა, ხოლო მეორე ოვერტაიმში მაილსის და ჯერი უესტის წყალობით “პეისერსმა” 14:10 მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზე გადაინაცვლა.

ხვალ ნბას ბოლო ტურის 14 მატჩი გაიმართება. “ინდიანა” გასვლაზე “მემფისს” დაუპირისპირდება, თუ ინდიანაპოლისელები მოიგებენ, მაშინ ისინი საუკეთესო 16 გუნდში გავლენ, თუ წააგებენ, ყველაფერი მათ უშუალო კონკურენტზე “ბრუკლინ ნეტსზე” იქნება დამოკიდებული, რომელიც საკუთარ დარბაზში უმოტივაციო “ორლანდო მეჯიქს” დაუპირისპირდება. დასავლეთ კონფერენციაში ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ ვინ დაიკავებს მერვე ადგილს. ამ ადგილზე მოსახვედრად ორი გუნდს აქვს პრეტენზია, “ოკლაჰომას” და “ნიუ ორლეან პელიკანს”. ხვალ ნიუ ორლეანელები შინ “სან ანტონიო” დაუპირისპირდებიან, “ოკლაჰომა” – “მინესოტას”.

“ბოსტონ სელტიკსი” – “ტორონტო რეპტორსი” 95:93 (19:26, 27:27, 27:17, 22:23)

“ბოსტონი”: თარნერი (14 ქ. 9 პ. 7 მ.), ბრედლი (14 ქ.), ბასი (13 ქ. 9 მ.), ზელერი (12 ქ. 8 მ.), ტომასი (11 ქ. 6 პ.), სმარტი (9 ქ.), კრაუდერი (9 ქ.), იერებკო (4 ქ.), სალინჯერი (4 ქ.), პრესვეი (2 ქ.)

“ტორონტო”: ლოური (16 ქ.), უილიამსი (16 ქ.), როსი (12 ქ.), ვასკესი (11 ქ. 7 პ.), ვალანჩუნასი (10 ქ.), ჯ. ჯონსონი (10 ქ.), ა. ჯონსონი (8 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=XoPW9skJMCU

“ინდიანა პეისერსი” – “ვაშინტონ ვიზარდსი” 99:95 (16:16, 17:25, 23:18, 25:22 ო.ტ. 4:4, 14:10)

“ინდიანა”: მაილსი (25 ქ. 8 მ.), ჯ. ჰილი (24 ქ. 10 პ. 9 მ.), უესტი (15 ქ. 8 მ.), ჯორჯი (10 ქ.), სტაკი (10 ქ.), ს. ჰილი (7 ქ.), ჰიბერტი (6 ქ. 12 მ.), მაინმი (2 ქ.)

“ვაშინგტონი”:გორტატი (19 ქ. 10 მ.), ბილი (19 ქ. 9 მ.), უოლი (16 ქ. 11 პ.), პორტერი (10 ქ. 7 მ.), სერაფინი (6 ქ.), ბატლერი (6 ქ.), ჰამფრიზი (6 ქ.), გუდენი (6 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=MnAJD0MbIGM

“ფინიქს სანსი” – “ლოს ანჯელეს კლიპერსი” 101:112 (26:32, 17:37, 27:22, 31:21)

“ფინიქსი”: გუდვინი (18 ქ.), ტაკერი (17 ქ.), გრინი (16 ქ.), მარკიეფ მორისი (14 ქ.), უორენი (10 ქ.), ბარონი (9 ქ.), მაკნილი (7 ქ.)

“კლიპერსი”:პოლი (22 ქ. 6 პ.), გრიფინი (20 ქ. 8 მ. 5 პ.), ჯორდანი (13 ქ. 14 მ.), ჰეივსი (13 ქ.), რედიკი (12 ქ.), ჰუდსონი (11 ქ.), თურქოღლუ (6 ქ.), ბარნსი (3 ქ.), დევისი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=0Vxh7-DmDXg

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114545