"ჰერტას" შვეიცარიელმა შემტევმა ვალენტინ შტოკერმა ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა, არადა, მანამდე ბუნდესლიგაში გოლი ვერა და ვერ გაჰქონდა. ამჯერად, მშვენიერი და მნიშვნელოვანი გოლი მიითვალა. "ჰერტა" სტუმრად აგებდა "ჰანოვერთან" და შვეიცარიელმა ნახევარმაკრატელა დარტყმით გაათანაბრა 83-ე წუთზე. საბოლოოდ, 1:1.
ეს ფრე "ჰერტას" აძლევდა ხელს, "ჰანოვერისთვის" კი დიდი ვერაფერი ბედენაა. ტაიფუნ ქორქუთის გაწვრთნილები საშიშ ზონაში არიან. თურქ სპეციალისტს ამ მატჩამდე "ჰანოვერის" პრეზიდენტი მარტინ კინდი გამოექომაგა - ბოლომდე ვენდობითო. ასეთი სერიის შემდეგაც? გუნდს წლეულს 11 მატჩიდან ერთიც არ მოუგია...
ჰანოვერი-ჰერტა 1:1 (0:0)
ჰანოვერი: ცილერი, ფელიპე, ალბორნოსი, მარსელო, ჰიროკი საკაი, სალიფ სანე, კრისტიან შულცი, შტინდლი, კიოტაკე (ანდრეასენი 81), ბრიანი (ბიტენკური 57), ია კონანი (ხოსელუ 65)
მწვრთნელი: ტაიფუნ ქორქუთი
ჰერტა: კრაფტი, ლანგკამპი, ბრუქსი, ლუსტენბერგერი (ნიმაიერი 73), პეკარიკი, ნიკო შულცი, შკელბრედი, შტოკერი, ბერენსი (ჰეგელერი 66), კალუ, ჰარაგუჩი (ვაგნერი 81)
მწვრთნელი: პალ დარდაი
გოლები: 1:0 კრისტიან შულცი (75), 1:1 შტოკერი (83)
გაფრთხილება: კრისტიან შულცი (53), ლანგკამპი (77), სანე (85), ფელიპე (90+2)
მსაჯი: ფრიტცი
ბურთის ფლობა: 57-43, დარტყმა: 12 (5) - 9 (4), კუთხური: 10-2, თამაშგარე: 1-2, სეივი: 3-4, ჯარიმა: 18-10