“ენფილდზე” უგოლოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, ინგლისის ასოციაციის თასის 1/4 ფინალური ეტაპის დამატებითი მატჩი “ევუდ პარკზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ბლექბერნმა” მერსესაიდული “ლივერპული” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.
შეხვედრის ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი 70-ე წუთზე გავიდა. ჯორდან ჰენდერსონმა და ფელიპე კოუტინიომ მარჯვენა ფლანგზე კედელი გაითამაშეს, რაც ბრაზილიელის საჯარიმოში შეჭრით და შედეგიანი დარტყმით დასრულდა – 0:1. “ლივერპული” 1/2 ფინალში გასვლაზე “ასტონ ვილას” დაუპირისპირდება.
ბლექბერნი – ლივერპული 0:1 (0:0)
ბლექბერნი, “ევუდ პარკი”
ლივერპული (4-3-3): მინოლე, სახო (ტურე 28), ლოვრენი, ჯონსონი, მორენო, ლეივა, ალენი, ჰენდერსონი, სტერლინგი, კოუტინიო, სტარიჯი (ლამბერტი 85).
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
გოლი: კოუტინიო 70.
გაფრთხილებები: ევანსი – სტერლინგი
მსაჯი: კევინ ფრენდი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაგრად კი იწვალეს აი, ბოლოს სად გადარჩა?..
Torres9 ბენიტესი დააბრუნეთ მაშინ
cHaMilo (23953) როჯერსის მუშაობის წლებში ლივერპულისთვის სრულიად გამოუსადეგარ ფეხბურთელებში გადახდილია 200 მილიონზე მეტი,და ამათგან 90% მისი მოთხოვნით შეიძინეს,მარტო ლალანაში მარკოვიჩში და ლოვრენში გადახდილია 85 მილიონამდე
cHaMilo (23953) რას ამბობ,სად ბენიტესის ტრანსფერები და სად როჯერსის,ბენიტესის მოყვანილი ფეხბურთელები შეიძლება იმ მომენტში ვარსკვლავები არ იყვნენ მაგრამ მომავალში შექმნა მათგან დიდი ფეხბურთელები,მინიმუმ ლიგაზე მაინც ვიყავით და იქ მეოტხედფინალებამდეც გავდიოდით
ლივე გრანდის გარდა ყველაფერია! ბოლოს მეკარეს უნდა გაეტანა
Torres9 მარტო როჯერსი კი არა ვინც მართავს ლივერს ყველა უნდა გაუშვა სამსახურიდან რადგან საკმაოდ დიდი მაყუთი დაიხარჯა ბოლო წლებში ლივერში და ვერ გააძლიერეს გუნდი რეალურად,ლივერს 3 წელში იმაზე მეტი აქვს დახარჯული ვიდრე იგივე ბაიერნს,ამიტომ ვინც სატრანსფერო პოლიტიკაზე პასუხს აგებს გასაშვებია
როჯერსია პასუხისმგებელი ტრანსფერებზე
არ იყო როჯერსი მაგრამ მაინც დიდ ფულს ხარჯავდნენ და გუნდს ვერ აძლიერებდნენ
როჯერსი უნდა გავუშვათ,მასთან ერთად კარგი ტრანსფერები არ იქნება
ლივერმა თუ არ გამოასწორა სიტუაცია ნაგრანდალი გუნდის სტატუსი ექნება,ლიგაზე ვერ გადიან,წელს იყვნენ და მალევე გამოვარდნენ რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ,მომავალსაც თუ შევხედავთ ჩელსი,სიტი,მანიუ ლიგის საგზურს ყოველთვის აიღებს და არსენალთან ჭიდილი მოუწევს ხოლმე და თან გუნდის ლეგენდა მიდის ისე რომ ინგლისის ჩემპიონატი არ მოუგია და გრანდს არ შეეფერება ასეთი დიდხნიანი წარუმატებლობა
როჯერსის ხელში ტოპ ტრანსფერები არ იქნება,შესაბამისად შედეგიც არ იქნება
თასის ნახევარფინალში გასვლა რამოდენა წარმატებაა ლივერპულისთვის. აფსუს 80-იანი წლების ლივერპული.
Aston vilam minda ro daados da amit evropis ligaze meti gundi eyoleba ingliss
მაგიტო თუ მანჩესტერის ბალეშიკი რომ ხარ?არც უმაგისობა იქნება;დდდ
Ara mag arafer shuashia ubralod liverpuli chempionatidanac moxvdeba