ფეხბურთი

23:59 | 7.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

"მონაკო" და "მონპელიე" უგოლოდ გაიყარნენ

საფრანგეთის ლიგა 1-ში 25-ე ტურის გადადებული მატჩი გაიმართა. ”ლუი მეორეზე” ლეონარდო ჟარდიმის “მონაკომ” “მონპელიეს” უმასპინძლა. მატჩმა გოლების გარეშე ჩაიარა, ყველაზე რეალური მომენტი კი ბარიოსს შეექმნა, რომელმაც თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ მოახერხა, პარაგველმა შემტევმა ბურთი ჟურდრენის კარს ააცილა.

მთავარმა მსაჯმა საიდ ენჟიმიმ თერთმეტმეტრიანი დაბოს წაქცევის შემდეგ დანიშნა, წესები კი “მონაკოს” ფეხბურთელმა ნაბილ დირარიმ დაარღვია.

პირველ ტაიმში გამოკვეთილ უპირატესობას არც ერთი გუნდი ფლობდა, შესვენების შემდეგ კი ჟარდიმის ფეხბურთელებმა უმატეს შეტევებს, თუმცა რეალური საგოლე მომენტების შექმნა სტუმრების მსგავსაც მასპინძლებსაც უჭირდათ. შეტევების გამწვავებასა და მომენტების რეალიზებაში ორივე გუნდი მოიკოჭლებდა, რაც შედეგზეც აისახა.

31 ტურის შემდეგ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში “მონაკო” 55 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება, “მონპელიე” კი 49 ქულით მეშვიდეა.

მონაკო – მონპელიე 0:0

მონაკო, “ლუი მეორე”

მონაკო: სუბასიჩი, აბდენური, კურზავა, ფაბინიო, ვალასე, ტულალანი, დირარი (ბერბატოვი 61), მოუტინიო, კარასკო (კარვალიო 79), ბერნარდო სილვა (ჟერმაინი 89), მარტიალი

მთავარი მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი

მონპელიე: ჟურდრენი, კონგრე, ჰილტონი, ელ კუტარი, დელაპლანე, მარვუა, ლასნე (ბერიგუდი 72), დაბო, სანსონი (მარტინი 77), ბარიოსი (კამარა 83), მუნიე

მთავარი მწვრთნელი: როლანდ კურბისი

მთავარი მსაჯი: საიდ ენჟიმი

გაფრთხილება: მარტიალი (59), დაბო (72), კონგრე (90)

52-ე წუთზე ბარიოსმა ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120689