ფეხბურთი

16:48 | 6.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბართომეუ: “ჩავის მომავალი მის ხელთაა”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ გუნდის ნახევარმცველის, ჩავი ერნანდესის შესახებ კომენტარი გააკეთა. ბოლო პერიოდში ევროპული მედია აქტიურად იუწყება, რომ 35 წლის ფეხბურთელი ყატარულ გუნდ “ალ სადში” გადაბარგდება.

“ვიცი, რომ ჩავი ოჯახთან ერთად ყატარში სამოგზაუროდ მიდის და მეტი არაფერი. მან იცის, რომ შეუძლია დარჩეს კიდევ ერთი წელი ან წავიდეს, მისი მომავალი მის ხელთაა. ჩავი ყოველთვის საჭიროა და რასაკვირველია, კლუბის ისტორიაში საუკეთესო ნახევარმცველია.” – განაცხადა ბართომეუმ.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩავი აზიელებთან 3+1 სისტემის კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში 10 მილიონ ევროსაც მიიღებს. ესპანელს “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108437