თამაშგარე

10:29 | 5.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანა ვიალიცინა ირინა შეიკის წინააღმდეგ!

პოპულარული რუსი ტიპ-მოდელი, ანა ვიალიცინა იმ უშხვართეს ქალთა შორისაა, რომელნიც თვალს ატკბობენ და გონებას ბინდავენ, გახშირებულ სუნთქვას იწვევენ და ისეთ ფიქრებს აღუძრავენ კაცს, ჰაი ჰაი, რომ ამის აქ დაწერა არ შეიძლება.

მაგრამ ეს ჩვენი ანუშკა კაი ბოღმიანი ვინმეც ყოფილა.

ანა ვიალიცინა თანამემამულე ჟურნალისტებთან საუბარში რუს-თათარ მოდელ ირინა შეიკს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ირინას პოპულარობა ხელოვნურად მოხდა და ამას ხელი კრიშტინუ რონალდუსთან მისმა რომანმა შეეუწყო. ვიალიცინა გამოთქვამს ეჭვს, რომ ირინა შეიკმა სწორედ პოპულარობის მოსაპოვებლად გააჩაღა რუსულ-პორტუგალიური რომანი.

ამჟამად როგორც იცით ირინა შეიკი და კრიშტიანუ რონალდუ ერთად აღარ არიან და მათი სიყვარულის მზე საბჭოთა კავშირის უძლეველობის მითივით ჩაესვენა, მაგრამ ირინას პოპულარობა მაინც ზრდადია, რასაც ანა ვიალიცინაც აღნიშნავს.

ჩვენის მხრივ კი მშვენიერ ანუშკას შეგვიძლია ვუთხრათ: თავადაც ლამაზო და გულის შემაკრთობელო ანა! შეეშვი ირინას და გვაცადე შენით ტკბობა!

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169892