მაიამის “მასტერზ1000”-ის ოთხგზის ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა წლევანდელი შეჯიბრების მერვედფინალში ბელგიელი სტივ დარსისის 6:0, 7:5 ძლევით გააღწია. მსოფლიო სერბი რეიტინგსიის ლიდერის ანგარიშზე 5-5 ბრეიკი და ეისია.
“ნოლემ” ბელგიელს პირველი სეტი 26 წუთში მოუგო, მეორეში დარსისი 5:4 დაწინაურდა, თუმცა, საბოლოოდ ჯოკოვიჩი 2 პარტიაში “ჩაეტია”. ნოვაკის შემდეგი მეტოქე უკრაინელი ალეკსანდრ დოლგოპოლოვია.
მეოთხე წრეში გააღწია ტურნირზე მეშვიდე ნომრად განთესილმა ესპანელმა დავიდ ფერერმა, რომელმაც ჩეხ ლუკაშ როსოლს 6:4, 7:5 სძლია. წააგო მეცხრე ნომრად განთესილმა ბულგარელმა გრიგორ დიმიტროვმა. ბალკანელს 2 სეტით ამერიკელმა ჯონ იზნერმა (18) სძლია 7:6, 6:2.