ფეხბურთი

18:42 | 30.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯავაშვილი პოლონურ “არკაში” ისინჯება

ოთარ ჯავაშვილი პოლონეთის საფეხბურთო პირველი ლიგის გდინიას “არკაში” ისინჯება. ამის შესახებ პოლონური ინტერნეტპორტალი sport.trojmiasto.pl-ი იუწყება.

21 წლის მარცხენა მცველმა პროფესიონალური კარიერა თბილისის “ვიტ ჯორჯიაში” დაიწყო, სადაც 2011-2013 წლებში თამაშობდა. ბოლო ორი სეზონი მან “ზუგდიდში” გაატარა, რომელსაც შარშან დეკემბერში დაშორდა.

დარჩება თუ არა ჯავაშვილი პოლონეთის პირველ ლიგაში მე-7 პოზიციაზე მყოფ “არკაში” უახლოეს მომავალში გაირკვევა.

0.123142