ჩოგბურთი

11:45 | 29.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩის პირველი მოგება

პლანეტის ნომერ პირველმა ნომერმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა Miami Open-ზე პირველ მატჩი მოიგო. ნოლემ სლოვაკი მარტინ კლიჟანი 3 სეტში 6:0, 5:7, 6:1 დაამარცხა.

სერბმა პირველი სეტი მშრალზე მოიგო, ნოლემ მეორე სეტში 5:5-ზე თავისი ჩაწოდება წააგო და სლოვაკმა სეტებში ანგარიში გაათანაბრა. მესამე სეტში ჯოკოვიჩმა 2 ბრეიკი შეასრულა და 1/16-ფინალში გავიდა.

შეხვედრა საათსა და 56 წუთს გაგრძელდა. ნოვაკმა 4 ეისი ჩააწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. კლიჟანმა 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა და ვერც ერთი ეისი ვერ ჩააწოდა.

ნოლეს მომდევნო მეტოქე რეიტინგის 84-ე ნომერი, ბელგიელ სტივ დარსისი იქნება.

“Miami Open”-ის საპრიზო ფონდი (კაცები) 6 267 755 დოლარი შეადგენს. ტურნირის გამარჯვებულს 900 400 დოლარი და 1000 სარეიტინგო ქულა ერგება.

ჯოკოვიჩ – კლიჟანის მატჩის საუკეთესო მომენტები

http://www.youtube.com/watch?v=fl6ZR9WYgWE

0.113664