თამაშგარე

10:22 | 29.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა ავარიას იხსენებს

თითქმის ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მიუნხენის “ბაიერნის” ესპანელი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა ავარიაში მოყვა და სასწაულით გადაურჩა სიკვდილს თუ არა, მძიმედ დაშავებას მაინც. როგორც ჩანს ამ ამბების გახსენება გვარდიოლას არ ეზარება და უამრავ ინტერვიუში ისაუბრა ამ ავარიის პერიპეტიებზე.

რამდენიმე დღის წინ, ესპანურ გამოცემა “დონ ბალონთან” მიცემულ ინტერვიუში გვარდიოლამ სკოლის მოსწავლე ყმაწვილისებური აღფრთოვანებით ისაუბრა, როგორი ექსტრემალურია ავარიაში მოყოლილი ადამიანის განცდები და ისიც დასძინა, რომ მიუხედავად განცდილი შიშისა, ეს გრძნობა მას არასოდეს დაავიწყდება.

როგორც ესპანური მედია იუწყება, გვარდიოლას ექსტრემალური სპორტი თურმე ბავშვობიდან იტაცებდა და მაშინაც, როდესაც მოქმედი ფეხბურთელი იყო. ახლა პეპი იმ ასაკშია, როდესაც მხოლოდ მომავალზე და მიუნხენური კლუბის წარმატებაზე უნდა იფიქროს, მაგრამ, როგორც ჩანს, ძველი გრძნობები და განცდები გაახსენდა. რას გავუგებთ ამ უცნაურ კაცს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122392