ფეხბურთი

23:03 | 28.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მიქაძის გუნდმა "ჩიხურა" დაამარცხა

საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” ამხანაგურ შეხვედრაში საჩხერის “ჩიხურას” დაუპირისპირდა. მატჩი “ზესტაფონის” თბილისის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა და გიორგი მიქაძის გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

34-ე წუთზე ხაბელაშვილის პასის შემდეგ “ჩიხურას” კარში ჯონი ჯერემიამ გაიტანა. 70-ე წუთზე ჯონი ჯერემიამ დუბლი შეასრულა. მატჩის საბოლოო ანგარიში არჩილ ბაჯელიძემ დააფიქსირა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა.

საქართველოს უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში 21 ტურის შემდეგ სოსო ფრუიძის გუნდი 30 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, “ზესტაფონი” კი 23 ქულით მე-12 პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106121