ფეხბურთი

19:08 | 28.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიამ “დინამო არენაზე” ივარჯიშა

გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა “დინამო არენაზე” ივარჯიშა. “ბუნდესგუნდმა” ვარჯიში დაგეგმილზე 20 წუთით ადრე დაიწყო და მედიასაშუალებებს დათქმულზე დიდხანს მიეცათ მსოფლიოს ჩემპიონების ხილვის საშუალება (ვარჯიშის პირველი 15 წუთი ღია მხოლოდ მედიისთვის იყო).

იოახიმ ლიოვმა შეგირდები მოკლე პასებით გაახურა, ხოლო შემდეგ კვადრატი ათამაშა. ცალკე ვარჯიშობდნენ ნაკრების მეკარეები. გერმანელებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშეს.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პიროვნება წვრთნის დროს მოედანზე შეიჭრა და ბასტიან შვაინშტაიგერს ჩაეხუტა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების დაპირისპირება 29 მარტს 20:00 დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.353665