ასეც ხდება: "ბაიერნმა" შინ წააგო ბუნდესმატჩი. ტურის გმირი გახდა ლუსიენ ფავრის "გლადბახი", რომელმაც ხოსეპ გვარდიოლას გუნდს სტუმრად 2:0 სძლია. ორივე ბურთი ბრაზილიელმა ფორვარდმა რაფაელმა გაიტანა და აქედან პირველი, უდავოდ, მანუელ ნოიერის შეცდომის წყალობით.
კარგი მატჩი ჩაატარა "გლადბახის" ყველა ფეხბურთელმა, სხვებზე მეტად კი (რაფაელის გარდა), მეკარე ზომერი ჩანდა. მის კართან არაერთი მომენტი შეიქმნა. ფავრი ამტკიცებს, რომ მართლაც მაღალი დონის სპეციალისტია: მშვენიერი ახალგაზრდული გუნდი ჰყავს, კარგად ორგანიზებული და შეთამაშებული. გავიხსენოთ, "გლადბახმა" არც შინ წააგო "ბაიერნთან", მაშინ 0:0 დასრულდა.
არიენ რობენი უკვე 24-ე წუთზე შეცვალეს, ფეხი იტკინა.
ტურის მეორე შეხვედრაში მეორადგილოსანმა "ვოლფსბურგმა" გასვლაზე 1:1 ითამაშა "მაინცთან". "მგლები" აგებდნენ და მეორე ტაიმში ბრაზილიელმა ლუის გუსტავომ გაათანაბრა. ეს მისი პირველი გოლია სეზონში.
მაინცი-ვოლფსბურგი 1:1 (1:1)
მაინცი: კარიუსი, ბელი, ბროზინსკი, ბუნგერტი, პარკი, ბაუმგარტლინგერი, დე ბლაზისი (ხარა 82), გეისი, კუ, მალი, ოკაზაკი
მწვრთნელი: მარტინ შმიდტი
ვოლფსბურგი: ბენალიო, იუნგი (პერიშიჩი 46), კლოზე, ნალდო, შეფერი, ლუის გუსტავო (კნოხე 77), დე ბრუინი, არნოლდი, გულავოგი (ვიერინია 46), ბენდტნერი, შიურლე
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი
გოლები: 1:0 ბუნგერტი (7), 1:1 ლუის გუსტავო (61)
გაფრთხილება: ლუის გუსტავო (66), არნოლდი (83)
მსაჯი: შტარკი
ბურთის ფლობა: 44-56, დარტყმა: 22 (1) - 8 (3), კუთხური: 8-4, თამაშგარე: 1-2, სეივი: 2-0, ჯარიმა: 10-15
ბაიერნი-გლადბახი 0:2 (0:1)
ბაიერნი: ნოიერი, ბოატენგი, ბადშტუბერი, ალაბა, ბერბნატი, რაფინია, ალონსო (როდე 61), რობენი (მიულერი 24), გიოტცე (ლამი 70), შვაინშტაიგერი, ლევანდოვსკი
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა
გლადბახი: ზომერი, დომინგესი, იანჩკე, ჯონსონი, შტრანცლი, ვენდტი, ჰანი (მაქს კრუზე 72), კრამერი, ჰერმანი (ნორდვაიტი 89), ჯაკა, რაფაელი (თორგან აზარი 81)
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
გოლები: 0;1, 0:2 რაფაელი (30, 77)
გაფრთხილება: იანჩკე (22), ჰანი (51)
მსაჯი: ვილენბორგი
ბურთის ფლობა: 66-34, დარტყმა: 16 (8) - 4 (4), კუთხური: 4-2, თამაშგარე: 1-5, სეივი: 2-8, ჯარიმა: 12-9