ფეხბურთი

2:51 | 21.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ჰერტას" ფინალის ტოლფასი მოგება

თუ გავითვალისწინებთ გუნდების სატურნირო მდგომარეობას, ეს ფინალის ტოლფასი მატჩი იყო. ორივე გუნდი საშიშ ზონაში გახლდათ, მაგრამ "ჰერტამ" გამარჯვებით მნიშვნელოვნად წინ წაიწია და ამოისუნთქა. აი, "ჰამბურგის" თავს კი შავი ღრუბლებია...

სანახაობრივი და გახსნილი თამაში ვერ გამოვიდა, უფრო ხშირად ბრძოლა იყო. დიდი შანსია, მატჩი სხვა შედეგით დასრულებულიყო, რომ არა ჰამბურგელთა მცველ კლებერის გაძევება. კლებერმა გუნდი დააღალატა, ათწუთიან მონაკვეთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო.

10 კაცით დარჩენილმა "ჰამბურგმა" მალევე გაუშვა: "ჰერტას" მარცხენა მცველმა პლატენჰარდტმა ჩააწოდა, მცველმა შებასტიან ლანგკამპმა კი ვალონ ბეჰრამის დაასწრო და 0:1.

ჰამბურგი-ჰერტა 0:1 (0:0)

ჰამბურგი: ადლერი, დიკმაიერი (ბეისტერი 87), ჯურუ, კლებერი, ვესტერმანი, ბეჰრამი, ვან დერ ვაარტი (ჰოლტბი 76), შტიბერი, ნიკო მიულერი, ილიჩევიჩი (ლასოგა 63), ოლიჩი

მწვრთნელი: იოზეფ ცინბაუერი

ჰერტა: კრაფტი, პეკარიკი, ლანგკამპი, ბრუქსი, პლატენჰარდტი, ლუსტენბერგერი, შკილბრედი, ბენ ჰატირა (ჰარაგუჩი 46), შტოკერი, (ჰეგლერი 77) ბერენსი, კალუ (შულცი 87)

მწვრთნელი: პალ დარდაი

გოლი: 0:1 ლანგკამპი (84)'

გაფრთხილება: ლანგკამპი (18), ბეჰრამი (66), კლებრი (69, 81), ჰოლტბი (90+2)

გაძევება: კლებერი (81)

მსაჯი: დანკერტი

ბურთის ფლობა: 57-43, დარტყმა: 13 (4) – 9 (3), კუთხური: 4-6, თამაშგარე: 1-4, სეივი: 2-4, ჯარიმა: 21-21

თეგებიბუნდესლიგა
0.106773