თამაშგარე

10:29 | 19.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარია და ლესბოსელები

რუსი მეჩოგნე, მარია შარაპოვა ამ ბოლო დროს ახალ-ახალი სკანდალების ხელოვნურად აგორებითაა დაკავებული და ეს საქმე მართლაც რომ მშვენივრად გამოსდის. როგორც ჩანს, მარიას ნამეტანი მოსწონს საზოგადოების ყურადღების ცენტრში მუდმივად ყოფნა და კიდეც იღწვის ამისათვის.

რამდენიმე დღის წინ, შარაპოვამ გერმანიაში ყოფნის დროს ერთ-ერთი ნაკლებად სერიოზული ჟურნალის რედაქტორთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ჩოგბურთელ ქალებში ბევრი ლესბოსელია და მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც სხვა ქალებს აძალებენ, გინდათ თუ არა თქვენც გამოლესბოსელდითო.

მარია იმასაც ამბობს, რომ ძველი ლესბოსის კუნძულის მკვიდრთა სულიერ მემკვიდრეებს არაფერს ერჩის და არავის ცხოვრებაში არ აპირებს ხელ-ფეხ-მკერდის ფათურს, მაგრამ იმასაც დასძენს, რომ თავად ვერასოდეს წარმოიდგენს ქალს როგორ უნდა ჩაეკონოს და ჩაეღვარჭლინოს. არ უნდა და ნუ უნდა. ვინ აძალებს ნეტა...

0.167741