18 მარტს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში თენგიზ გიორგაძის სახელობის ჭადრაკის აუდიტორია გაიხსნა.
გახსნას ესწრებოდნენ ევროპის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე. სტუმრებმა აუდიტორიას საჩუქრად საჭადრაკო ინვენტარი და წიგნები გადასცეს.
ღონისძიება სპორტის უნივერსიტეტის დაარსებიდან 2 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მთავრობის 2013 წლის 28 მარტის დადგენილების საფუძველზე დაარსდა.