დღეს ევროპა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში უკრაინული “დნიპრო” ამსტერდამის “აიაქსს” უმასპინძლებს. მარკევიჩის გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ქართველი საყრდენი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა დააკლდება. 28 წლის ფეხბურთელმა ევროპა ლიგის გასულ 2 თამაშში თითო ყვითელი ბარათი მიიღო, რაც ავტომატურად კრძალავს მესამე მატჩში მონაწილეობის უფლებას.
შეგახსენებთ, ევროპა ლიგის 1/16 ფინალურ ეტაპზე “დნიპროს” მეტოქე პირეოსის “ოლიმპიაკოსი” იყო. კიევში გამართულ პირველ შეხვედრაში, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა, ავსტრიელმა მთავარმა მსაჯმა რობერტ შორგენჰოფერმა კანკავა 57-ე წუთზე გააფრთხილა, გოლამდე 7 წუთით ადრე კი ქართველმა ფეხბურთელმა შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა.
საპასუხო მატჩი პირეოსში ერთი კვირის შემდეგ გაიმართა. მატჩი 2:2 დასრულდა, ქართველ ფეხბურთელს გოლი არ გაუტანია, 43-ე წუთზე კი ჰოლანდიელმა მთავარმა არბიტრმა დანი მაკელიმ საქართველოს ნაკრების კაპიტანს ყვითელი ბარათი უჩვენა.