ინგლისის ასოციაციის თასის გათამაშება გადამწყვეტ ფაზაში შედის. ჯერჯერობით ნახევარფინალისტთა ვინაობა ბოლომდე არ გარკვეულა, მაგრამ კენჭისყრა უკვე შედგა. მეოთხედფინალურ ეტაპზე “ბრედფორდმა” შინ “რედინგი” ვერ დაამარცხა (0:0), ხოლო “ლივერპულმა” “ენფილდზე” - “ბლექბერნი”. განმეორებითი შეხვედრები კი 16 მარტსაა დაგეგმილი.
დანარჩენ ორ მეოთხედფინალურ მატჩებში ლონდონის “არსენალმა” სტუმრად “ოლდ ტრაფორდზე” ლუის ვან გაალის “მანჩესტერ იუნაიტედი” 2:1 დაამარცხა, ხოლო “ასტონ ვილამ” შინ “ვესტ ბრომვიჩს” 2:0 სძლია.
ნახევარფინალურ ეტაპზე “მეთოფეები” “ბრედფორდსა” და “რედინგს” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან, ხოლო “ასტონ ვილა” – “ლივერპულსა” და “ბლექბერნს” შორის საუკეთესოს. ორივე მატჩი 18 და 19 მარტს “უემბლიზე” გაიმართება.