ფეხბურთი

23:01 | 9.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძემ შემადგენლობას საბანაძე და კაკუბავა დაამატა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ცხადაძემ მომავალი მატჩებისთვის გამოძახებულ ფეხბურთელებს კიდევ 2 მოთამაშე დაამატა.

დღეს, ცხადაძე ქუთაისში ადგილობრივი გუნდისა და სამტრედიას სათასო დაპირისპირებას დაესწრო და გაფართოებულ სიაში ტორპედოს ფორვარდი ნიკა საბანაძე და სამტრედიელთა ცენტრალური მცველი ლევან კაკუბავა შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ახალი თავკაცის მეთაურობით პირველ მატჩს 25 მარტს გამართავს. “ჯვაროსნები” 21:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მალტის ნაკრებთან ისპარინგებენ, ხოლო 29 მარტს, 20:00 საათზე, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შეხვედრაში მსოფლიო ჩემპიონ გერმანიას “დინამო არენაზე” დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112414