ფეხბურთი

13:36 | 5.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

კანკავამ სპარინგში მეორელიგელს სძლია

დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ”, რომელშიც ჯაბა კანკავა გამოდის, უკრაინის თასზე ოდესის “ჩერნომორეცთან” გადატანილი მატჩით გამოწვეული პაუზა, მეორე ლიგის “მაკეევუგოლთან” ამხანაგური შეხვედრით შეავსო.

ქართველი საყრდენი ნახევარმცველი დნეპროპეტროვსკელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის მორიგ ტურში “დნიპრო” სტუმრად ლვოვის “კარპატთან” ჩაატარებს, რომელსაც ტრავმის გამო ბუბა დაუშვილი ვერ ეხმარება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116683