ფეხბურთი

0:41 | 5.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ევიანმა" "ლორიენი" დაამარცხა

საფრანგეთის ჩემპიონატში 26-ე ტურის გადადებული მატჩი გაიმართა. ანესში გასავარდნ ზონასთან ახლოს მყოფი კლუბები “ევიანი” და “ლორიენი” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

მატჩის ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში გავიდა, 25-ე წუთზე სუგუს პასით ნ’სიკულუმ ისარგებლა და ლეკომტეს კარში გამარჯვების გოლი გაიტანა.

პირველ ტაიმში მთავარმა არბიტრმა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს, კამბონს უჩვენა ყვითელი ბარათი, ხოლო მეორე ტაიმში მოთამაშეებმა უხეშობას უმატეს და ხუთი ყვითელი ბარათი დაფიქსირდა.

ნ’სიკულუმ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მესამე გოლი გაიტანა. ამ გამარჯვებით “ევიანი” მე-17 ადგილს იკავებს, “ლორიენი” კი კონკურენტს ერთი ქულითა და ერთი ადგილით ჩამორჩება.

ევიანი – ლორიენი 1:0 (1:0)

ანესი, “პარკ დე სპორტი”

ევიანი: ლეროი, ნუნკუ, აბდალაჰი, საბალი, კამბონი, კონე, ტეიედა (მონგონგუ 90+3), დუჰამელი, სუნუ (სუგუ 9), ნ’სიკულუ (ბარბოსა 58), ტომასონი

მთავარი მწვრთნელი: დუპრაზი

ლორიენი: ლეკომტე, ბელუგუ, გასამა, ლე გოფი, ლაუტოა, გერეირო (ბრუნო 71), მესლუბი, აბდულაჰი (ნდონგი 78), ფილიპოტე (ბართელმე 65), აეუ, ჟენო

მთავარი მწვრთნელი: რიპოლი

გოლი: 1:0 ნ’სიკულუ (25)

მთავარი მსაჯი: ფრანკ შნეიდერი

გაფრთხილება: კამბონი (19), ბარბოსა (59), ბელუგუ (66), კონე (89), აეუ (90+1), გასამა (90+3)

0.113092