ფეხბურთი

23:03 | 3.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: “ჩეხი გადაწყვეტილებას თავად მიიღებს”

“ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ მისი გუნდის მეკარემ, პეტრ ჩეხმა, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს.

გუნდში ტიბო კურტუას მისვლის შემდეგ, ჩეხმა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში მან მხოლოდ 5 თამაში ჩაატარა, რაც, ბუნებრივია, 32 წლის კიპერის უკმაყოფილებას იწვევს.

“პეტრს არ უნდა, რომ მას ვინმემ რამე უკარნახოს. ის გადაწყვეტილებას თავად მიიღებს და ეს საუკეთესო ვარიანტი იქნება. ჩეხის გადაწყვეტილებას ველოდები.

პირადად ჩემი სურვილია, რომ ჩეხი კვლავ ჩემს გუნდში ვიხილო, მაგრამ მას მითითებას არავინ მისცემს. ჩეხი კვლავ მსოფლიოს სამ საუკეთესო მეკარეს შორის შედის.” – განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115277