დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ”, რომელშიც ჯაბა კანკავა გამოდის, ამხანაგურ შეხვედრაში დნეპროპეტროვსკის ოლქის მოყვარულთა ნაკრები 3:0 დაამარცხა.
შაბათს, უკრაინის ჩემპიონატის მე-15 ტურში, ლუცკის “ვოლინთან” მოგებულ (5:0) შეხვედრაში კანკავას არ უთამაშია, რადგან შუა კვირაში უეფას ევროპის ლიგაში საბერძნეთში “ოლიმპიაკოსთან” ფრედ (2:2) დასრულებულ მატჩში იასპარეზა და მწვრთნელმა დაასვენა. ის სათადარიგო იყო.
მოყვარულებთან დაპირისპირებაში კანკავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.