ფეხბურთი

0:00 | 2.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

კობახიძის გუნდი კანკავას “დნიპროსთან” განადგურდა    

იტალიის სერია-ს 25-ე ტურის შეხვედრაში “პალერმომ” ლევან მჭედლიძის “ემპოლისთან” ფრედ 0:0 ითამაშა. ქართველი ფორვარდი სტუმართა განაცხადში იმყოფებოდა და მატჩის მიწურულს, 83-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე. მჭედლიძემ ვეტერანი იტალიელი მასიმო მაკარონე შეცვალა. ამ ეტაპზე “ემპოლი” სერი ა-ს სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება.

უნგრეთის მე-18 ტურის შეხვედრაში “დიორი ეტომ” შინ “ვიდეოტონთან” ფრედ 2:2 ითამაშა. მასპინძელთა ქართველი ფორვარდი გიორგი ქვილითაია გუნდის განაცხადში მოხვდა, მოედანზე კი 62-ე წუთზე გამოჩნდა, ქვილითაიამ უნგრეთის ნაკრების ფეხბურთელი მატე პაკტაი შეცვალა. უნგრეთის ჩემპიონატის ცხრილში “გიორ ეტო” 24 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება.

რუმინეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში “კლუჟი” საკუთარ მოედანზე “პანდურთან” განადგურდა. “კლუჟის” სასტარტო შემადგენლობაში მოთამაშე გიორგი ჭანტურიამ მოედანი 68-ე წუთზე დატოვა. “პანდურმა” 4:0 დაამარცხა “კლუჟი.” ქართველი ფეხბურთელის გუნდი 11 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფება.

ჯაბა კანკავას “დნიპრომ” 5:0 გაანადგურა ლუცკის “ვოლინი.” მირონ მარკევიჩმა ჯაბა კანკავა განაცხადში შეიყვანა, თუმცა ქართველ საყრდენს თამაშში მონაწილეობა არ მიუღია. რაც შეეხება “ვოლინის” შემტევ სანდრო კობახიძეს, მან თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, 74-ე წუთზე კი მინდორი დატოვა.

უკრაინის პრემიერლიგას 39 ქულით კიევის “დინამო” ლიდერობს, მას 5 ქულით ჩამორჩება “შახტარი,” ხოლო მესამე ადგილს 31 ქულით “დნიპრო” იკავებს. მე-7 პოზიციაზე 20 ქულით “ვოლინი” იმყოფება.

პოლონეთის ექსტრაკლასის 22-ე ტურის შეხვედრაში საშინაო მარცხი განიცადა ნიკა ძალამიძის გუნდმა. “იაგელონია” 1:2 დამარცხდა “კორონასთან.” ქართველი ფეხბურთელი დამარცხებულთა სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა. 23 წლის ქართველი მწვრთნელმა მოედნიდან 83-ე წუთზე გაიყვანა.

პოლონეთის ექსტრაკლასის სატურნირო ცხრილს 42 ქულით “ლეგია” ლიდერობს, მას ოთხი ქულით ჩამორჩება “იაგელონია.”

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11638