ფეხბურთი

12:05 | 1.03.2015 | ნანახია 1652 - ჯერ

ქართველთა “ტოსნო” უმწვრთნელოდ დარჩა

როგორც ტიხვინის “ტოსნოს” ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, გუნდის მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ გრიგორიანი დაკავებული თანამდებობიდან ოჯახური პრობლემების გამო გადადგა.

რუსეთის პირველი დივიზიონის გუნდი, რომელშიც ნუკრი რევიშვილი, ოთარ მარცვალაძე, გიორგი ნავალოვსკი და რუსეთის მოქალაქე გურამ თეთრაშვილი ასპარეზობენ, გრიგორიანმა გასული წლის დეკემბრის დასაწყისში ჩაიბარა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება ტიხვინელთა ახალი მწვრთნელი. “ტოსნო” რუსეთის პირველი დივიზიონის ერთ-ერთი ლიდერია და ჩემპიონატს 14 მარტს, შინ, “სკა-ენერგიასთან” მატჩით განაახლებს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:04 | 01.03.2015
lfcfan2 (28)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

13:00 | 01.03.2015
laciosErtguli (3640)

ნავალოვსკის თამაში ვნახე რამოდენიმეჯერ და ძლიერი მარცხენა მცველია, ჩვენს ნაკრებს ჰაერივით ჭირდება ეს ბიჭი, იჩალიჩოს ქართულმა მხარემ და ჩვენი მოქალაქეობაც გაუკეთონ, ხო შეიძლება ორმაგი მოქალაქეობა. მშვენიერი დამცველი და კიდე უფრო ძლიერი შემტევია მარცხნივ.

21:11 | 01.03.2015
Kalatburtis MUUUUU (5312)

უკვე ჩვენია გაუკეთეს მართლა ძალაინ ძლიერია ალაბთ გამოიძახებს ნაკრებში ფაქტიურად მარცხენა მცველის პრობლემა მოხსნილია

13:04 | 01.03.2015
111111 (5084)

უკვე ჩვენი მოქალაქეა))

12:09 | 01.03.2015
sabonis (9584)

ბარემ მწვრთნელიც ვინმე ქართველი დაენიშნათ.D

18:16 | 01.03.2015
BEERTRANCE (97819)

თეთრაძე

0.066106