ფეხბურთი

0:14 | 1.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილი “მსოფლიო სპორტის” ვერსიით 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელია

ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური “გენკის” ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი, “მსოფლიო სპორტის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, 2014 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და შესაბამისად, “მსოფლიო სპორტის თასიც” მას გადაეცემა.

ზემოაღნიშნული გამოკითხვა 25-დან 28 თებერვლის ჩათვლით worldsport.ge-ზე მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა მიიღო 6521-მა ქომაგმა, რომელთაგან 2400-მა თორნიკე ოქრიაშვილს მისცა ხმა, მას 253 ხმით ჩამორჩა საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” მცველი სოლომონ კვირკველია, 1360 ხმით მესამე ადგილი დაიკავა ეროვნული გუნდის კაპიტანმა, დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ.

მსოფლიო სპორტის თასი 2006 წლიდან გადაეცემა იმ ფეხბურთელს, რომელსაც ყველაზე მეტი ქომაგი აძლევს ხმას.

პირველივე გამოკითხვიდან, გამარჯვებულ ფეხბურთელთა პირველი მწვრთნელები გაზეთ “მსოფლიო სპორტის” რედაქციისგან, ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურ სტიპენდიას იღებდნენ. ტრადიცია არც წლეულს დაირღვევა და ყოველთვიურ სტიპენდიას 150 ლარის ოდენობით კვლავ მიიღებს გამარჯვებული ფეხბურთელის პირველი მწვრთნელი.

აქვე გეტყვით, რომ მარტიდან ჩვენი გამოკითხვა ყოველთვიურად ჩატარდება, ხოლო თუ რა პრინციპით წარიმართება, ამას მალე შეიტყობთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113974