ფეხბურთი

18:04 | 27.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძემ ვარჯიში განაახლა

მოსკოვის “სპარტაკის” შემტევმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ტრნავის “სპარტაკთან” 17 თებერვალს გამართული ამხანაგური მატჩის დაწყებამდე მოთელვაზე დაშავდა. მან კარში ბურთი დაარტყა და ბარძაყის უკანა კუნთი დაეჭიმა.

რუსეთის პრემიერლიგაში სეზონის განახლებამდე “სპარტაკი” დასკვნით შეკრებას თურქეთში გადის და 27 თებერვალს გამართულ ვარჯიშზე ანანიძე სრულად დაიტვირთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136066