მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა დუბაის Dubai Duty Free Tennis Championships-ის ტურნირის მეოთხედფინალში თურქ მარსელ ილჰანს 6:1, 6:1 მოუგო და ნახევარფინალში შეჯიბრებაზე მეოთხე ნომრად განთესილ ჩეხ ტომაშ ბერდიხს შეხვდება.
სერბულ-თურქულმა დაპირისპირებამ მხოლოდ 49 წუთს გასტანა. ჯოკოვიჩი კარიერის განმავლობაში პირველად შეხვდა ილჰანს და უპრობლემოდ მოახერხა მისი წინაღმდეგობის დაძლევა. “ნოლეს” აქტივში 5 ბრეიკი და 7 ეისია.
“ილჰანს გამოცდილება აკლია, მე კი საკუთარი შანსი კარგად გამოვიყენე. მეტოქე სათამაშო რიტმიდან ამოვაგდე, რის შემდეგად ასპარეზობის მსვლელობას მთლიანად ვაკონტროლებდი. ბერდიხთან ნახევარფინალს რაც შეეხება, შევეცდები ჩეხი ბევრი ვამოძრაო. ტომაშს კარგი მოწოდება აქვს, მე კი მას უკანა ხაზზე თამაში უნდა ვაიძულო. ტემპიანი ასპარეზობის შემთხევაში უპირატესობას მოვიპოვებ”, - განაცხადა ნოვაკმა ნახევარფინალში გასვლის შემდეგ.