თამაშგარე

10:46 | 26.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

გაშარჟებული ფლორენცი

იტალიური “რომას” ფეხბურთელი, ალესანდრო ფლორენცი, თურმე ერთობ გულუბრყვილო და მიმნდობი ბიჭი ყოფილა და იგი ამ თავისი თვისებების გამო, ხშირად ხდება ხოლმე მეგობრებისა და თანაგუნდელების გაშარჟების საგანი, რაც თავად ალესანდროს არ სწყინს.

”რომას” ფეხბურთელები და გუნდის მომსახურე პერსონალი ხშირად იხსენებს შარშან ზაფხულში მომხდარ ამბავს, როდესაც საწვრთნელ შეკრებაზე მყოფ ფლორენცის თანაგუნდელებთან კარტის თამაშის დროს ჩაეძინა (მართლაც საკვირველია, როგორ უნდა “მოახერხო” კარტის თამაშის დროს ჩაძინება). ჩაძინებული ფლორენცი თანაგუნდე;ლებმა კარტებით “მორთეს” და ის სურათები გადაუღეს, რომლებსაც აგერ ხედავთ.

გვაპატიეთ შედარებისათვის და თურმე დიდი ბრაზილიელი ფეხბურთელი, გარინჩაც ნამეტანი გულუბრყვილო კაცი ყოფილა და ფლორენცის მსგავსად, მასაც ხშირად აშარჟებდნენ თანაგუნდელები. მთავარი კი ისაა, რომ ალესანდრო ფლორენცი, ისევე როგორც დიდი მანე, ასეთ რამეზე არასოდეს ბრაზდება!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13376