ფეხბურთი

19:09 | 24.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-ს წარმომადგენლებმა “მერანის” საშინაო არენა შეამოწმეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მარტვილის “მერანის” რეკონსტრუირებული საშინაო არენა დაათვალიერეს.

გასული სეზონიდან მოყოლებული “მერანი” მატჩებს მარტვილში ვერ ატარებდა, რადგან სტადიონი ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაწესებულ ლიცენზირების მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა.

მარტვილელებმა ბუნებრივი საფარი ხელოვნურით შეცვალეს, სტადიონს ღობე შემოავლეს და კიდევ სხვა სამუშაოები ჩაატარეს.

ფედერაციას საბოლოო პასუხი არ უთქვამს, მაგრამ ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ 1-ელ მარტს “მერანი” “ცხინვალს” მარტვილში უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.084814