ფეხბურთი

19:46 | 21.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავა: “მაშინვე ვერ დავინახე, რომ ბურთი ბადეში შევარდა”

დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ კლუბის ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპის ლიგის 1/16-ფინალში ბერძნულ “ოლიმპიაკოსთან” 2:0 გამარჯვების მიუხედავად, ყველაფერი საპასუხო მატჩში გაირკვევა.

- პირველი მატჩის შედეგი სამომავლო ოპტიმიზმის საბაბს იძლევა?

- მართლაც, 2:0 კარგი შედეგია. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი მეორე მატჩში გაირკვევა. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

- თქვენი პასუხისა და თანაგუნდელების კომენტარებიდან გამომდინარე, მოდუნებას არ აპირებთ...

- ბავშვები ხომ არ ვართ. რა თქმა უნდა, მოდუნებაზე საუბარიც არაა. საბერძნეთში არანაკლები თავდადებით უნდა ვითამაშოთ, ვიდრე პირველი მატჩი ჩავატარეთ.

- “ოლიმპიაკოსმა” კიევში ყველა ის თვისება აჩვენა, რისთვისაც ემზადებოდით?

- ჩვენ უფრო მეტად საკუთარ თამაშზე ვფიქრობდით.

- თქვენს მიერ გატანილი გოლი მშვიდად აღიქვით. არ ელოდით თუ გესმოდათ, რომ მატჩის ბოლომდე კიდევ დიდი დროა და სიხარული ნაადრევია?

- სინამდვილეში, მაშინვე ვერ დავინახე, რომ ბურთი ბადეში შევარდა. რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო. ამიტომ, ემოციების გარეშე გამოვიდა. სასიამოვნოა, რომ გავიტანე, მითუმეტეს დიდი ხანია ასეთი რამ არ გამიკეთებია. მთავარია, რომ გუნდმა მოიგო.

- რას გრძნობდით, როდესაც მატჩის მიწურულს ბურთი ჩვენს კარში აღმოჩნდა?

- წამით ავღელვდი, მაგრამ ამასთანავე მანამდე დავინახე, რომ ფედორჩუკზე თამაშის წესი დაარღვიეს. კარგია ეს არბიტრმაც რომ შეამჩნია.

- შეკრებაზე სრულად არცერთი მატჩი ჩაგიტარებიათ, მაგრამ “ოლიმპიაკოსთან” მოედანზე 90 წუთი დაჰყავით. თავს როგორ გრძნობდით?

- ფიზიკურად არ გამჭირვებია. თავიდან ცოტა ფსიქოლოგიურად გამიძნელდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

- ბევრს “ოლიმპიაკოსის” საშინაო სტადიონზე არსებული ატმოსფერო აშინებს. ტრიბუნებზე არსებული ვითარება თქვენზე მოქმედებს?

- ტრიბუნებს ყურადღებას ვაქცევ, რადგან ძლიერი ემოციების არშემჩნევა შეუძლებელია. ვნახოთ, პირეოსში როგორ იქნება.

0.134452