ფეხბურთი

5:08 | 21.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუნაიტედი” რევანშის აღებას ეცდება

ინგლისის ჩემპიონატის 26-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს შვიდი შეხვედრა გაიმართება, რომელთაგან განსაკუთრებულ ინტერესს წამყვანი კლუბების მატჩები იწვევს.

“მანჩესტერ იუნაიტედი” უელსს ეწვევა, სადაც პირველ ტურში განცდილი მარცხის გამო, “სუონსისთვის” სამაგიეროდ გადახდას ეცდება. მათი თანაქალაქელი “სიტი” შინ “ნიუკასლს” მიიღებს, რომელსაც აფრიკის თასიდან წამყვანი ფიგურა იაია ტურე და ახალწვეული ვილფრიდ ბონი დაუბრუნდა, რომელსაც დღევანდელ შეხვედრაში ექნება დებიუტი.

19:00 სუონსი – მანჩესტერ იუნაიტედი


მიმდინარე სეზონში “სუონსი” ძალიან არასტაბილურია. გარი მონკის გუნდს შეუძლია, რომ წამყვანი გუნდი გაამწაროს, ხოლო მომდევნო შეხვედრა სუსტ კლუბთან უღიმღამოდ ჩაატაროს. “გედებმა” ისეთი კლუბების დამარცხება მოახერხეს როგორებიც არიან: “არსენალი” (შინ), “საუთჰემპტონი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” (ორივე გასვლაზე). ზამთრის სატრანსფერო პერიოდში უელსურმა კლუბმა საუკეთესო ბომბარდირი ვილფრიდ ბონი დაკარგა, რითაც მნიშვნელოვნად დასუსტდა. ბაფეტიმბი გომისი რამდენად შეცვლის კოდ დ’ივუარელ მეგოლეს რთული სათქმელია და ამას უახლოესი შეხვედრები გვანახებს. დღეს მასპინძლებს ბერტლი, ემნსი და ბაროუ არ ეყოლებათ.

დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის, რომელსაც ”მანჩესტერ იუნაიტედი” უდგას სათავეში. ვან გაალის გუნდი მესამე ადგილზე იმყოფება და მეშვიდე ადგილოსან “ლივერპულს” მხოლოდ 5 ქულით უსწრებს. ამიტომაც, თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს და სტუმრები მაქსიმალურად ეცდებიან გამარჯვებას, თანაც “წითელ ეშმაკებს” რევანში აქვთ ასაღები. მათ პირველ ტურში “ოლ ტრაფორდზე” 1:2 წააგეს “სუონსისთან”. დღევანდელ შეხვედრაში “იუნაიტედს” მაიკლ კერიკი, რობინ ვან პერსი და ფილ ჯონსი დააკლდებიან.

სავარაუდო შემადგენლობები

სუონსი (4-2-3-1):
ფაბიანსკი, ფერნანდესი, უილიამსი, ნ.ტეილორი, ნოუტონი, კორკი, კი, შელვი, მონტერო, სიგურდსონი, გომისი.
მწვრთნელი: გარი მონკი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-1-2): დე ხეა, სმოლინგი, როხო, შოუ, ვალენსია, ბლინდი, ერერა, დი მარია, იანუზაი, ფალკაო, რუნი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

მსაჯი: ნილ სვერბრიკი

19:00 ჩელსი – ბარნლი

გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ლონდონის “ჩელსი” პრემიერლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერს “ბარნლის” უმასპინძლებს. “არისტოკრატებმა” შუა კვირაში სასურველი შედეგით ითამაშეს ჩემპიონთა ლიგაზე და დღევანდელ მატჩს მშვენიერი განწობით ხვდებიან, თანაც სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი დიეგო კოშტა ბრუნდება. მასპინძლებს მხოლოდ ობი მიკელი დააკლდებათ.

“ბარნლი” 21 ქულით გასავარდნ ზონაში იმყოფება და სეან რიჩის გუნდს დღეს ნაკლებად აქვს სიტუაციის გამოსწორების შანსი. სტუმრები ტრავმების გამო კევინ ლონგსა და დინ მარნის მოისაკლისებენ.

კლუბები პირველი წრის შეხვედრა “ჩელსის” გამარჯვებით დასრულდა (3:1).

სავარაუდო შემადგენლობები


ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ზუმა, ტერი, აზპილიკუეტა, ივანოვიჩი, მატიჩი, ფაბრეგასი, ოსკარი, აზარი, კუადრადო, კოშტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ბარნლი (4-4-1-1): ჰიტონი, შაკელი, კინი, მი, ტრაიპერი, არფილდი, ბოიდი, კიგტლი, ჯონსი, ბარნსი, ინგსი.
მწვრთნელი: სეან რიჩი

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

19:00 კრისტალ პალასი – არსენალი

“კრისტალ პალასში” ალან პარდიუს მოსვლის შემდეგ, კლუბის სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა და “არწივები” გასავარდნი ზონიდან ამოძვრნენ. მათ ბოლო 5 მატჩში 10 ქულის დაგროვება მოახერხეს და მე-13 პოზიციამდე აღზევდნენ. ახალ კლუბში პარდიუმ უკვე გაამწარა ერთი თანაქალაქელი “ტოტენჰემი” და დღეს გამოჩნდება შეუძლია თუ არა იგივეს გაკეთება “არსენალთანაც”. მასპინძლებს უილიამსი და ტომასი არ ეყოლებათ.

ლონდონის “არსენალი” წელსაც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და ამჟამად მეხუთე ადგილზე იმყოფება. არსენ ვენგერის გუნდი “საუთჰემპტონს” ქულით, ხოლო “მანჩესტერ იუნაიტედს” ორი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილისთვის ჭიდილი თავისუფლად შეუძლია, რისთვისაც საჭიროა გაუთვალისწინებელი ქულები არ დაკარგოს, რაც “არსენალს” სჩვევია. ტრადიციულად, “მეთოფეებს” ბევრი ტრავმირებული მოთამაშე ჰყავს: არტეტა, დებუში, ფლამინი, რემსი, ჩემბერლენი, არტეტა, დიაბი, ბელერინი.

კლუბების პირველი წრის შეხვედრა “არსენალის” გამარჯვებით (2:1) დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები

კრისტალ პალასი (4-4-1-1):
სპერონი, ჰანგელანდი, დანი, იარდი, კელი, ლედლი, მაკარტური, ბოლასი, პანჩონი, შამახი, კემპბელი.
მწვრთნელი: ალან პარდიუ

არსენალი (4-2-3-1): ოსპინა, კოშელნი, მერტესაკერი, მონრეალი, ჩემბერსი, კოკლენი, ოზილი, კასორლა, სანჩესი, უელბეკი, ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

მსაჯი: მარკ კლატენბურგი

21:30 მანჩესტერ სიტი – ნიუკასლი

“მანჩესტერ სიტის” ბანაკში შესანიშნავი ამბებია. კლუბს აფრიკის თასის გამარჯვებულები დაუბრუნდა. იაია ტურეს გარეშე “სიტის” ძალიან გაუჭირდა და მის არ ყოფნაში არაერთი მნიშვნელოვანი ქულა დაკარგა, რის გამო “ჩელსის” 5 ქულით ჩამორჩა. რაც შეეხება ვილფრიდ ბონის, მან ახალ კლუბში თამაში ჯერ ვერ მოაწრო და დღევანდელ მატჩში დებიუტი ექნება. მოკლედ, “ქალაქელებს” სოლიდური ძალა დაემატათ და ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვთ. მასპინძლებს დანაკლისი არ აქვთ.

მიმდინარე სეზონში “ნიუკასლი” არადამაჯერებლად გამოიყურება, რაც რეალურად ალან პარდიუს წასვლის მიზეზი გახდა. სიტუაცია დიდად არც ჯონ კარვერის ხელში გამოსწორებულა და სავარაუდოდ ზაფხულში კლუბს ახალი მწვრთნელი ეყოლება. “კაჭკაჭები” ცხრილი შუაში არიან გაჩხერილები, არც გასავარდნ ზონასთან არიან ახლოს და ვერც ევროტურნირების საგზურისთვის იბრძვიან. “ნიუკასლი” ტრავმების გამო ელიოტს, აარონსს, ტიოტეს, სიმ დე იონგს და სტივენ ტეილორს მოისაკლისებს, ხოლო რემი კაბელიას თამაში საეჭვოა. ყველაფრიდან გამომდინარე, კარვერის კრებულს დღეს წარმატების ძალიან მცირე შანსი აქვს.

კლუბების პირველი წრის შეხვედრა “მანჩესტერ სიტის” გამარჯვებით (2:0) დასრულდა, თუმცა ინგლისის ლიგის თასზე ამავე ანგარიშით “ნიუკასლმა” დაამარცხა მანჩესტერული კლუბი.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ სიტი (4-4-2):
ჰარტი, დემიჩელისი, კომპანი, კლიში, ზაბალეტა, ფერნანდინიო, ტურე, ნასრი, ნავასი, აგუერო, ბონი.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

ნიუკასლი (4-2-3-1): კრული, კოლიჩინი, უილიამსონი, ჯანმაატი, ჰაიდარა, ანიტა, კოლბეკი, ობერტანი, სისოკო, გუფრანი, სისე.
მწვრთნელი: ჯონ კარვერი

მსაჯი: კრის ფოი

დღის სხვა მატჩები:

19:00 სანდერლენდი – ვესტ ბრომვიჩი
19:00 ჰალი – ქპრ
19:00 ასტონ ვილა – სტოკი

იხილეთ ტური ანონსი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.164438