მადრიდის “ატლეტიკოს” საკუთრებაში მყოფი ნახევარმცველი ოლივერ ტორესი, რომელიც მიმდინარე სეზონში “პორტოში” თამაშობს იჯარით ტრავმირებულია.
20 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ შეხვედრაში “ბაზელთან” ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში მიიღო და 68-ე წუთზე შესაცვლელი შეიქნა. ოლივერს მხარი აწუხებს, რისი პრობლემაც ადრეც ჰქონდა.
“ოლივერს მხრის დაზიანება აქვს. ეს ცუდი ამბავია, თუმცა ვიმედოვნებ ტრავმა სერიოზული არაა”, - განაცხადა “პორტოს” მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ.
ოლივერს სრულფასოვანი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, რომელიც დაადგენს თუ რამდენ ხანს იუქმებს ესპანელი მოთამაშე.
მიმდინარე სეზონში ტორესმა “დრაკონების” მაისური 29-ჯერ მოირგო და 6-6 გატანილი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა.







