ფეხბურთი

20:41 | 19.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიამ და კობახიძემ “მორდოვიას” აჯობეს

თურქულ შეკრებაზე ყაზანის “რუბინმა”, რომელშიც ქართველი მცველები სოლომონ კვირკველია და მამუკა კობახიძე გამოდიან, ამხანაგურ შეხვედრაში სარანსკის “მორდოვია” 3:2 დაამარცხა.

კვირკველიამ პირველი ტაიმი ჩაატარა, რომელიც ყაზანელებმა 2:0 მოიგეს. კობახიძე თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო. “რუბინმა” გოლი მეორე ტაიმშიც გაიტანა, რასაც “მორდოვიამ” 2 ბურთით უპასუხა.

0.134512